მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ახალი ინიციატივით გამოდის. ქალაქის გამწვანების მიზნით, მოძრაობა სახურავების გამწვანების კამპანიას იწყებს. მათი განმარტებით, ეს ნაბიჯი შედეგის მომცემი იქნება. „ჩემი ქალაქი მკლავს“ მოხალისეებს ეძებს, რომლებიც სახურავების გამწვანებას ხელს შეუწყობენ.
„ჩვენ გვინდა ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, რომლისკენაც ეტაპობრივად მივდივართ (ავტომობილების კონტროლის კუთხით), მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ ავტომობილების გამართვით ვერ მივიღებთ! ამიტომ გადავწყვიტეთ დავიწყოთ ახალი კამპანია სახურავების გამწვანების კუთხით.
თბილისში ადგილი აღარ არის, სადაც შეიძლება ხეები დაირგოს (ყველგან კორპუსებია). ამიტომ ჯობს ეტაპობრივად გადავიდეთ სახურავებზე, რაც რეალურად მთლიანობაში მოგვცემს შედეგს! მოდი ჯერ დავიწყოთ კონკრეტულად ერთი სახლით, რომელსაც აქვს სწორი სახურავი და არ არის დაზიანებული!
ამისთვის დაგვჭირდება მოხალისეები, ვინც ცხოვრობთ მსგავს სახლებში და მოუვლით იმ გამწვანებებს, რასაც დავრგავთ”, – წერენ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
“ავტომობილის გამონაბოლქვი გახდეს დაჯარიმებადი!” – ახალი პეტიცია