წარმოშობით უკრაინელმა მსახიობმა, მილა იოვოვიჩმა უკრაინის მხარდასაჭერად ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გაავრცელა.
„შეძრწუნებული ვარ მომხდარით. ვცდილობ, გავიაზრო, თუ რა ხდება დღეს ჩემს სამშობლოში, უკრაინაში. ჩემს ქვეყანას და ხალხს დღეს ბომბავენ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იმალებიან. ჩემი სისხლი და ჩემი ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. მე ახლა ორ ნაწილად ვიხლიჩები. თვალს ვადევნებ საშინელებას, ქვეყნის ნგრევას, ოჯახების დევნილობას, მათი მთელი ცხოვრებაც განადგურებულია“, – წერს მსახიობი.