LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ოჯახი ჩინური ვაქცინით ავცერი: პაატა იმნაძე

89
პაატა იმნაძე

საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია აცრილი, უმეტესობა კი ამბობს, რომ ბრენდულ ვაქცინებს ელოდებიან, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ ისაუბრა.

“ვინც აცრილები არიან, ისინი დღეს დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან. ასეთი ადამიანი კი დღეს ნამდვილად ძალიან ცოტაა.” – განაცხადა პაატა იმნაძემ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გასახარელი იყო 12 000 ადამიანის აცრა, რისი ატანაც სისტემას შეუძლია, თუმცა მისი თქმით ძალიან ბევრი ელოდება “რაღაც ბრენდულ ვაქცინას”.

მე ჩემი ოჯახი ერთ-ერთი ჩინური ვაქცინით მყავს აცრილი და მე “ასტრაზენეკათი” ვარ აცრილი. – აცხადებს იმნაძე

მალე ის ვაქცინებიც შემოვა და მერე ვნახოთ, რამდენად გულწრფელები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ ამითი კი არ ავიცრები, იმითი ავიცრებიო და ამასობაში, ადამიანები იღუპებიან,”- ამბობს პაატა იმნაძე.