LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მთავრობის ერთი მინისტრი აშშ-ში მუშად, მეორე კი მძღოლად მუშაობს – მიხეილ სააკაშვილი

100

„მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, შემდეგ ის თბილისის პირველი ვიცე-მერიც იყო, ახლა ამერიკაში მშენებლობაზე რიგით მუშად მოეწყო,

მისივე თქმით, მისი მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი აშშ-ში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს.

“ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის საქართველოში დარჩა, შიმშილით ხომ არ მოკვდებოდა? თუ ეკონომიკა იცი, შეგიძლია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიასავით მოეწყო, რომელიც ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. ყოფილმა პრემიერმა შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს – აფრიკაში, ალბანეთში. მას ხელფასს ქათული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაში უხდიან“, – აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკაში მუშაობის დროს მისი ხელფასი ათეულობით ათას დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იყო პერიოდი, როდესაც მე შედარებით მშვიდი ცხოვრება მქონდა. მე ბოსტონში, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ლექციებს ვკითხულობდი. მაშინ იქ სპეციალურად ჩემთვის გამოიგონეს რაღაც სტატუსი – „მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე“. ჩემი წასვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე კოფი ანანი მოიყვანეს. ლექციებში საკმაოდ კარგ ფულს მიხდიდნენ – ათეულობით ათას დოლარს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ხელფასია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მას არანაირი ქონება არ დაუგროვებია.