“ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას”,-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტალღის რისკები არსებობს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობი და პრემიერ გიორგი გახარიას მიერ წინსწრებით შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას.
„რისკები არსებობს და ეს რისკები რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე ამისათვის არაფერი ახალის გამოგონება საჭირო არ არის, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პრემიერი გიორგი გახარია წინსწრებით დგამს ყველა ნაბიჯს და საპასუხო ღონისძიებებს, მათ წინსწრებით გაატარეს საპასუხო ღონისძიებები, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას. ყველა რეგულაცია უკვე გაწერილია.
,ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება,“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.