LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

386
Untitled design (2)

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს! ჩემი თანადგომა დათო გორგილაძეს! ჩემი მხარი გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს“, – ასე ეხმიანება ბოლო დღეების განმავლობაში აღნიშნულ ადამიანებზე საზო0გადოების ნაწილის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი.

მისი განცხადებით, „ეს ის ხალხია, ვინც თაობებს წიგნების, ისტორიის და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარულს უჩენს და უღვივებს! ამიტომ ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ“.

ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზეც წერს.

„#ArmUkraineNow #ukrainewinsin2023

#russiaterroriststate #PutinIsaWarCriminal

#bუკაdეილიnიუსი მოგესალმებათ ორშაბათ დილას! ჩემო მეგობრებო! იცით თქვენ, რომ ჩვენ ძირითადად ვაშუქებთ უკრაინაში რუსეთის ომის და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ამბებს! თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში ვითარდება მოვლენები (მაგალითად როგორიც იყო რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით), რომელზეც აუცილებლად ვახდენთ რეაგირებას!

„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

დღევანდელი დილა მინდა დავიწყო შემდეგი განცხადებით: ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს! ჩემი თანადგომა დათო გორგილაძეს! ჩემი მხარი გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს; ეს ის ხალხია, ვინც თაობებს წიგნების, ისტორიის და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარულს უჩენს და უღვივებს! ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ ამ ადამიანებს, მაგრამ ღვარძლს; ზიზღს, შურს და ღალატს რა ვუყოთ :(((((((( რა და უნდა ვებრძოლოთ, ოღონდ არა ისეთივე მეთოდებით, როგორითაც ისინი ებრძვიანი დათოს, დათოს და გიორგის და ყველა სხვას, ვისაც თავისუფლება უყვარს და ეძვირფასება. რომ არა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომ არა უამრავი ღირსეული ადამიანი, ცნობადი და არაცნობადი; რომ არა ახალგაზრდების ბრძოლა, ქოცნების 78-ეულს, მათ შორის ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს და სხვა კარგ ნაცნობებს, ჩემი შვილებისთვის გამოტანილი ჰქონდათ განაჩენი, გამხდარიყვნენ უცხოეთის გავლენის აგენტის შვილები; არავის შვილებისთვის სამაგიეროს გადახდას არ ვაპირებ, მაგრამ ნურც თქვენ გეწყინებათ, თუ სადმე მიღებაზე ან პანაშვიდზე ხელი არ ჩამოგართვით და ღალატს ღალატი დავარქვი. დათოზე დიდი გული მაქვს თქო როგორ ვიტყვი, მთელი თავის ცხოვრებაა ქვეყნის სიყვარულით უძგერს გული და ასეულ ათასობით სხვა ადამიანს უთბობს გულებს, მაგრამ ტკენით მეც ბევრჯერ მტკენია. ამასაც გაუვლია! ესეც გაივლის, მაგრამ იცოდეთ, თქვენთვის საბედისწერო შეცდომების კასკადებს უშვებთ. სულ მალე ძალიან მწარედ ინანებთ, დათოს, დათოს და გიორგის კი მაინც ვერაფერს დააკლებთ!

ახლა ამბები უკრაინიდან:

– ნატო გეგმავს რუსეთის საზღვრის გაყოლებაზე დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის განთავსებას;

– საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა ტელეინტერვიუში განაცხადა, უკრაინამ რომ წააგოს, ჩვენ შევალთ სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთანო;

– ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს;

– აშშ ამ ეტაპზე არ მიიჩნევს შესაძლებლად რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს უკრაინასა და რუსეთს შორის;

– პუტლერმა კი გამოაცხო ჩნურ გაზეთში სტატია, სადაც წერს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მგონია, სი ძინფინი ტყუილად მიდის მოსკოვში. ყოველ შემთხვევაში ვიზიტის შემდეგ მისი საუბარი ზელენსკისთან, მაღალი ალბათობით, ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს;

– ამერიკულმა მხარემ შეაგროვა საკმარისი სამხილი და უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩინეთი აწვდის საბრძოლო მასალებს რუსეთს. ამ ფონზე, რაიმე სერიოზულ მოლაპარაკებებზე საუბარი ზედმეტია;

– ბრიტანული დაზვერვის ცნობით, პუტლერს არ შეუცვლია გეგმები ლუჰანსკის და დონეცკის სრულად დასაპყრობად, მაგრამ…….

– აბა ზესეუ რისთვის არის – დედა უტირეს ჩვენებმა პრაქტიკულად მთელი ფრონტის გაყოლებაზე. ვუჰლედარში ხო დაასამარეს ჩვენებმა ელიტური დივიზიები; ავდეევკაზე გვაწვებიან რამდენი თვეა უკვე, მაგრამ დგანან ჩვენები მყარად;

– მარიინკა საერთოდ ამოვარდა საინფორმაციო ბადედან;

– ბახმუტი უნდა გამხდარიყო კუხარკა პრიგოჟინის ტრიუმფის ადგილის დედა, მაგრამ საცა ლეგენდარული გენერალი სირსკის ჩაერევა, იქ პრიგოჟინიან ვაგნერიან ორკ-ესტრიანა ყველას ერხევა. ჰოდა, ახლა პრიგოჟინმა დაიწყო ისრების გადაყვანა – ტყვია წამალს მე არ მაძლევთ, ჯანდაბას, ნუ ავიღებთ ბახმუტსო, მაგრამ ჯარი მაინც მოამზადეთ აპრილის შუაში უკრაინული შეტევისთვისო. სხვათა შორის, ურდოსელი ბლოგერები მაგრად მოთქვამენ, თუ დროზე არ დავიჭირეთ თადარიგი, კატასტროფა გარდაუვალიაო.

ჩვენების სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღცვანელობა უკვე თამამად აცხადებს, რომ ტაქტიკურ დონეზე ბახმუტში ურდოს ოპერაცია დიდი გრუხუნით ჩავარდა. უჰლედართან ერთად, ბახმუტის ბრძოლებიც მსოფლიო ომების ისტორიაში შევა!

ხერსონიდან კუპიანსკამდე გადახსნიან მალე ჩვენები და გადახერხავენ ურდოს! ცალკეული პროუკრაინელი ექსპერტები ამბობენ, ხერსონიდან და ზაპოროჟედან რაც მალე დაახვევენ, მით უფრო ნაკლები დანაკარგით გავლენ ურდოსებიო!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში! ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? როდემდე ვიცხოვროთ ამ მოწამლულ და შხამით სავსე გარემოში? საქართველოც აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს 2023-ში!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

 

#ArmUkraineNow #ukrainewinsin2023
#russiaterroriststate #PutinIsaWarCriminal

#bუკაdეილიnიუსი მოგესალმებათ ორშაბათ…

Posted by Buka Petriashvili on Sunday, 19 March 2023

 

შეგახსენებთ, მწერალმა დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს  მართლა შეეწიროს.

მოგვიანებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო. 

გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ ერთმა წამყვანმა, სოფიო ხუნწარიამ  კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემა დათოს მდგომარეობის შემდეგ ადრე დაასრულეს და მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.

დათო ტურაშვილის შვილმა სოციალურ ქსელში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მის ოჯახს არ ეშინია.