LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მიზანია ყველას მივაწვდინოთ ხმა, რომ მზად ვართ მივიღოთ ტურისტი და დავახვედროთ დაცული ინფრასტრუქტურა – ვალერი ჩეხერია

73
5f587aff786d7

მთავარი მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს ქვეყნის პიარი, ყველას მივაწვდინოთ ხმა, რომ მზად ვართ მივიღოთ ტურისტი და დავახვედროთ შესაბამისად დაცული ინფრასტრუქტურა და ის პირობები, რომელიც მათ პანდემიისგანაც დაიცავს. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება დაიწყონ მოგზაურობა,- ამის შესახებ ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ს მთავარმა კონსულტანტმა და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელმა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა, რომელიც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა.

ჩეხერია განმარტავს, თუ როგორ აპირებს ტურიზმის სექტორის გაძლიერებას. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება მაქსიმალური პიარ კამპანია როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე იქ, სადაც რეგულაციები იხსნება და  ნელ-ნელა, თავის მოსახლეობას აქტიური მოგზაურობის უფლებას აძლევს. მათ შორისაა, ისრაელი, დუბაის მიმართულება და ა.შ.

„ამასთან, აქტიურად ვიმუშავებ საკონფერენციო ნაწილის, ეგრეთ წოდებული MICE ტურიზმის მიმართულებით, რომ კონკრეტული ღონისძიებები ჩამოვიტანო, ვაპირებ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან და გამოვიყენო ის რესურსი, რომელიც გვაქვს ზურაბ პოლოლიკაშვილის სახით. ეს იქნება პირველი მონახაზი. რასაკვირველია შემდეგ, ტურიზმის დეპარტამენტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ძალიან სწრაფად განხორციელდეს ის გეგმები, რომელიც გვაქვს,“ -აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები