ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის, ლაშა წიქორაძის დედა, სვანეთში მომხდარ ავარიასა და ორი ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვას ეხმიანება სოციალურ ქსელში და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„მე ერთს ვფიქრობ რომ…რაღაც ხდება ჩვენს საქართველოში..
ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვტოვებს ყოველ დღე..
„საშინელი ღამე იყო უშგულში.. ყველა ჩვენ ჩვენ სახლში ვტირით“ – სვანეთში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
„და აი, თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები... გამორჩეული უშგულელი გიორგების საშველად“
ვფიქრობ, რომ ძალიან დავშორდით ღმერთს
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას
ჩემი ლაშა იქ დაგხვდებათ“, – წერს ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის, ლაშა წიქორაძის დედა.
ქუთაისში, 3 ივლისს მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ღიმილის ბიჭები“ – გეგუთში მომხდარ ტრაგედიას პოეტმა ლია კუპატაძემ ემოციური ლექსი მიუძღვნა