LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ვაქცინირებულ პაციენტებს რეანიმაციული მეთვალყურეობა არ სჭირდებათ: ლევან რატიანი

613
Untitled
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ვაქცინირებულ პაციენტებში კორონავირუსის მიმდინარეობის ხარისხზე “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა.

“მინდა ჩემი კლინიკის მაგალითზე გითხრათ, უამრავი პაციენტი მყავს გატარებული, როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული. ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი თვალით დავინახე, რომ ვაქცინირებულ პაციენტებში მკვეთრად ნაკლებია ფილტვის დაზიანების ხარისხი. ასეთ პაციენტებს არ სჭირდებათ რეანიმაციული მეთვალყურეობა.

არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია. მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი” – აღნიშნა ლევან რატიანმა.