LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ჯაბა საკუთარი შვილივით უყვარდა…მადლობა მისტერ ჯონ“ – რა გამოუგზავნეს უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჯამბულატ ხოფერიას მამას ამერიკიდან

152
BeFunky-collage (1)

უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჯამბულატ ხოფერიას მამას, არჩილ ხოფერიას ამერიკიდან ჩაფხუტი გამოუგზავნეს.

ამის შესახებ არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ჯონი ჯამბულატს საუკეთესო ჯავშანჟილეტს ან ჩაფხუტს უგზავნიდა ხოლმე.

„ეს გამომიგზავნა გუშინ ბიძია ჯონმა, რომელიც ჩემს შვილს ძალიან უყვარდა და რომელიც ამერიკიდან ხან საუკეთესო ჯავშანჟილეტს ან ჩაფხუტს უგზავნიდა…როგორც თვითონ მომწერა, ჩემი ჯაბა საკუთარი შვილივით უყვარდა..მადლობა მისტერ ჯონ თქვენი ჩაფხუტი საიმედო ხელშია,“ – წერს არჩილ ხოფერია.

25 წლის ჯამბულატ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გაემგზავრა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

არსებული ცნობით, ის საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა.

ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით, ლანჩხუთის სოფელ გვიმბალაურში, საგვარეულო სასაფლაოზე 10 დეკემბერს დაკრძალეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები