ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსია და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.
ღარიბაშვილი სააკაშვილზე: აშკარად ჩანს, არ არის ფხიზელ მდგომარეობაში, გატაცებაზე ბოდავს
მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ისაუბრა.
მან გადაცემა „დღის თემის“ ეთერში შეაფასა ვიდეომასალა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, აღნიშნული კადრები სამარცხვინოა.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მორიგი სამარცხვინო ვიდეო გავრცელდა.
ჩვენ ასეთი სამარცხვინო ვიდეოები ვნახეთ გორში, როდესაც სააკაშვილი, ყოფილი მთავარსარდალი, გაექცა საფრანგეთის საგარეო მინისტრს და დაცვამ ძლივს დააკავა. ჩვენ ასევე ვნახეთ, სააკაშვილი კიევში. კიევში ის სამართალდამცველებმა ის კიბეზე დააგორეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
"როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს", - პრემიერი.
კაცმა, რომელიც ამბობდა, რომ ქინძი იყო, ორი დღე სხვადასხვა პროდუქტთან ერთად იმოგზაურა - ღარიბაშვილი
და კიდევ ვნახეთ არაჟნის კონტეინერში დამალული პრეზიდენტი. გასაგებია, რომ ის აპირებდა რაღაც დესტრუქციას, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით და ინტუიციით, სააკაშვილი მისიანმა, მისმა თანამოაზრემ გაყიდა და სამართალდამცველებს ჩააბარა კუთვნილი სასჯელის მისაღებად,“-აღნიშნა გია აბაშიძემ.
სააკაშვილმა ქინძი თავის თავს უწოდა, ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა – კალაძე
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, რა დროსაც სააკაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ წარადგინონ ის სასამართლოს წინაშე, გია აბაშიძემ განაცხადა:
„ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ახასიათებს პოლიტიკური პერფორმანსები, ჩვენ ეს ვნახეთ თუნდაც ბოლო ვიდეოთი, სადაც ის ე.წ გატაცებას ინსცენირებდა და მერე ალბათ მისი მართული ტელეარხები მის ვერსიას გაავრცელებდნენ.
კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში” – სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
სამართალში გაუთვითცნობიერებლებს, მათ შორის სააკაშვილის ადვოკატებსაც, შევახსენებდი, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია, განაჩენი გამოტანილი აქვს დაუსწრებლად და ამიტომ სასამართლოში მისი მისვლა აუცილებელი არ არის.
მისი მისვლა აუცილებელი გახდება, როდესაც მიმდინარე საქმეებზე, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთაზე იქნება ის მისაყვანი სასამართლოში. ჩვეულებრივ, საქართველოს ხელისუფლება და მისი მართლმსაჯულება უდგება სააკაშვილს ისე, როგორც ნებისმიერ პატიმარს. ღირსეულად და კანონის წინაშე ის არის ისეთივე თანასწორი, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, რუსთავის, გლდანის თუ სხვა ნებისმიერ ციხეში,“-აღნიშნა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ასევე ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა და არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციის შანსები შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება გარდაუვალია.
„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გვაქვს ის, რომ დომინირებს ოპოზიციაში რადიკალური ოპოზიციური პარტია- „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ჩრდილის ქვეშ მყოფნი.
როგორც პირველი ტურის შედეგების ანალიზით, ასევე სხვა ობიექტური სოციოლოგიური კვლევებით წარმოუდგენელია, რომ ნიკა მელიამ მიაღწიოს რაიმე წარმატებას.
ნიკა მელიამ წარმოადგინა ბარიერგადაულახავი ხოშტარია ვიცე-მერად, ასევე საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიურად აღქმული მამუკა ხაზარაძე და სხვები…
ნინო ბურჯანაძე შესყიდვების სამსახურის უფროსად-ეს არის ტრაგიკომუკური, არარეალიზებული, ასევ ვთქვათ ილუზია, რომელიც დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბრმა მხარდამჭერების ილუზიებში.
ფაქტია, რომ კახა კალაძე გაიმარჯვებს და ეს ვითომ მრავალპარტიული, კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტი დარჩება ნაციონალური მოძრაობის ილუზიათა კოლექციაში,“-განაცხადა გია აბაშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.