LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცის…” – აფგან მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის გამოკითხვას ითხოვს

180
251417203_0_0_3068_1734_1920x0_80_0_0_f3494fde87eaf205be561a98eb03df3e

აფგან მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის გამოკითხვას ითხოვს.

ამის შესახებ მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს.

სოსო გოგაშვილი: აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ე.წ ოტომ წაშალა

“დღეს სოსო გოგაშვილმა ადვოკატების მეშვეობით განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ივანიშვილის დავალებით უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დავალებების დეპარტამენტმა გამიტაცა და კამერის კადრები წაშალა. სოსო გოგაშვილმა, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოადგილემ, ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცის. ჩვენ მის პროკურატურაში დაკითხვას მოვითხოვთ”. – განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები