LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ.. ოლიმპიური ნაკრების ექიმების 50%-ის ხელფასი 100-დან 300-ლარამდეა“ – ზურაბ კახაბრიშვილი

103
Untitled design (2)

პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა ექიმების შემოსავალზე ისაუბრა.

როგორც კახაბრიშვილმა აღნიშნა, ექიმები საღამოობით ტაქსაობენ. მაქსიმუმ 5 ექიმს აქვს 1 000 ლარი ხელფასი, დანარჩენის ანაზღაურება კი 500 და 100 ლარია:

„ხომ შეიძლება ყველა ფედერაციის პრეზიდენტი მოვიწვიოთ, ყველამ თქვას, რა ბიუჯეტი აქვს და მერე გვკითხონ, მედიცინას რომ დააკლდა მილიონი, რატომ დააკლდა.

როგორც შეიძლება შეჯიბრებების ბიუჯეტი შეკრებების ხარჯზე გაიზარდოს და მედიცინას დააკლდეს, იმ შეკრებაზე რისკფაქტორი რამდენია, ყველა ვარჯიშზე შეიძლება ათასი ტრავმა მოხდეს, ამიტომ არასწორად დაგეგმილი ვარჯიში და შეკრება ტრავმების მიზეზია, რომლითაც ჩემთან მოდიხართ.

ყველაფერი შემიძლია დავიფიცო, რომ 127 ათასი ლარი ვალია, არ ვიცი, ალბათ, სამინისტრო გადამიხდის რაღაცას და მადლობას ვუხდი…

მაპატიეთ, პირდაპირ გეუბნებით, ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ. მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენი 500 და 100 ლარი. ისე გამოდის აღიარება… მაშინ მოდი ჩვენ ცალკე ვიქნებით და რა გიღირთ თქვენი ექიმები, იმ სტანდარტებს დავსვამთ, თუ არადა მოძებნეთ მაშინ სხვა ექიმები. სოციალური პრობლემაა, რას ჭამენ, ჰკითხეთ, მშობლებს აქვთ თანხა? არ შეიძლება, წყალზე არიან და შემდეგ 1000 დაავადებაა, რომელსაც ბავშვი მალავს, რათა სადღაც რაღაც შეჯიბრზე წავიდეს.

ყველა ფედერაციას ასე მივმართავ. ალბათ, ასე იქნება უკეთესი, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში საერთოდ არც ერთ მინისტრთან არ ვყოფილვარ შეხვედრაზე. მიზნობრივი პროგრამა და ხელფასების დანიშვნა, არ არის მგონი დიდი პრობლემა, უბრალოდ ყველამ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ეკონომიკური ზრდა ხომ არის ქვეყანაში, რაღაც გავაკეთოთ და კანონი მივიღოთ სპორტში, რომ ყველა დაცულები ვიყოთ შვილებიდან მაღალი მიღწევების სპორტით დამთავრებული“, – აღნიშნა ზურაბ კახაბრიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები