LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ძმის მდგომარეობა მძიმდება … ჯდომაც კი არ შეუძლია” – თორნიკე მამალაძე

118
მამალაძე

მსჯავრდებული დეკანოზ მამალაძის ძმა მეუფე ნიკოლოზს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ძმა ცხოვრებას წოლით რეჟიმში განაგრძობს.

„მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ თუ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ხელისუფლება ჩაერევაო. მაგრამ მე მინდა ამ ადამიანს შევახსენო, რომ

თებერვლიდან ჩემი ძმა არის პარალიზებული, ის წოლით რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას, ჯდომაც კი არ შეუძლია.

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის თხოვნით არ შეიწყალა: თორნიკე მამალაძე

„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის" - თორნიკე მამალაძე.

მეუფე ნიკოლოზს შეუძლია, გადახედოს ჯანმრთელობის შესახებ დასკვნებს, თებერვლიდან მოყოლებულ გაკეთებულს. ყოველი შემდგომი ექსპერტიზა ადასტურებს იმას, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება”,- განაცხადა თორნიკე მამალაძე „ვახო სანაიას დღის ამბებში” აცხადებს.თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს შუამდგომლობის მიუხედავდ, საშობაო შეწყალების ფარგლებში, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის მამა გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები