ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ, ბერა ივანიშვილის მხარდაჭერის მიზნით, “ქართული ოცნების” ახალმა სახემ, ყოფილმა კალათბრუთელმა ვიქტორ სანიკიძემ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ფოტო წარწერით -” My homie” (ჩემი ძმა).
ცნობისთვის, გუშინ ბერა ივანიშვილს სოლიდარობა გამოუცხადა მომღერალმა ნუცა ბუძალაძემ, რომელმაც სანიკიძის მსგავსად, სოციალურ ქსელში მხარდაჭერის ნიშნად მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
“ყველაზე კარგი და ნამდვილი ადამიანი, ძალიან მიყვარს!”- ნუცა ბუზალაძე ბერა ივანიშვილზე