LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ძმა და რძალი კიევის გარეუბანში ცხოვრობენ…იქით მაწყნარებენ, ნუ გეშინიაო…ესენი ვინ ყოფილან” – ირინა სარიშვილი

114
BeFunky-collage (31)

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ მისი ძმა და რძალი კიევის გარეუბანში ცხოვრობენ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ისტერიკულად უკივის ძმას და უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდებს, ის კიევიდან აწყნარებს და ეუბნება, რომ არ შეეშინდეს.

“ჩემ ძმას და რძალს ველაპარაკები პერიოდულად. კიევის გარეუბანში ცხოვრობენ. კატა ყავთ. პირველი დაბომბვის დროს სააბაზანოში დაიმალა და მის გარეშე მოუწია ოჯახს ევაკუაცია. მერე ძმისშვილი შეიპარა სახლში შუაგულ სროლაში, კატა იპოვა და თან ჰყავდა. 1 თვე იყო მარტო აბაზანაში და გაძლო.

დღეს ყველა ერთად სახლში არიან, მათი დასახლება სრულიად დაუცველია, არც სარდაფი აქვთ და არავინ არსად წასვლას მაინც არ აპირებს. ყველა ერთადაა. მეტროს სადგურები სავსეა უკვე ხალხითო. ეს ჩვენი კატა კი სირენამდე გრძნობს თუ დაბომბვა იწყება და წრიალს იწყებს, გრუხუნის ხმაზე კი ისევ აბაზანაში გარბის. აი ამას მიყვება ჩემი ძმა, როცა მე სრულ ისტერიკაში ვუკივი რომ სადმე უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. იქით მაწყნარებს ნუ გეშინიაო.
მეგონა ვიცნობდი ამ ხალხს.
ესენი ვინ ყოფილან!”, – წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კიევის ცენტრში აფეთქებები მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, იყვნენ დაშავებულებიც.

“უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება. რაკეტები ცვივა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. გავუძლოთ და ვიყოთ ძლიერები“. – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბომბება ხარკოვიც. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„მტერი ხარკოვს უტევს. ქალაქში აფეთქებებია. თავს გაუფრთხილდით და დარჩით თავშესაფრებში“, – წერს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, სარაკეტო თავდასხმები განმეორდეს.

სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც.

როგორც ოლქის გუბერნატორი ვალენტინ რეზნიჩენკო აცხადებს, იერიშის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ სლავიანსკიზეც.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მტრის სამიზნე საცხოვრებელი უბნები იყო, შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.

რაც შეეხება კიევის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვს, ცოტა ხნის წინ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გაავრცელა.

უკრაინის შს-თა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, კიევზე დღეს დილით განხორციელებული შეტევისას, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 12 დაიჭრა.

 

ამავე თემაზე:

მედია: კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ზელენსკი: უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება. რაკეტები ცვივა. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები

უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალებია – კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები