ესპანურმა “ლეგანესმა” ქალთა საერთშორისო დღის გამო აქცია გააკეთა. ფეხბურთელებმა ზურგზე საკუთარი დედების სახელი დაიწერეს.
მოდიფიცირებული ფორმით მოთამაშეები “ატლეტიკოსთან” სათამაშოდ გავიდნენ. თამაში “ატლეტიკომ” 1:0 მოიგო.
გუშინ კი, დანიური “ნორშელანის” ფეხბურთელები “კოპენჰაგენთან” შეხვედრაზე ისტორიაში დიდი ქალების სახელებით გავიდნენ.