“ჩემი ცოლის დაქალების პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ის სერიალის მორიგი სეზონის ფინალს გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა “რუსთავი 2”-ს. როგორც საღინაძე აღნიშნავს, მაყურებელს ახალ არხზე შეხვდებიან.
“დღეს დასრულდა “ჩცდ”-ს მორიგი სეზონი, 8 წელის განმავლობაში ამ სერიალის ასპარეზი იყო ტელეკომპანია რუსთავი 2, მინდა მადლიერება გამოვხატო ამ არხის მიმართ, მრავალწლიანი, ძალიან ნაყოფიერი და ვფიქრობ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის. შემოდგომაზე ახალი არხის ეთერში შევხვდებით, რომელიც ჯერ არ არსებობს და არც სახელი აქვს, მაგრამ აუცილებლად იქნება ძალიან მალე. “ჩცდ”-ც ახალი იდეებით და ენერგიით დაგიბრუნდებით.
აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ქმნის ამ სერიალს და თუნდაც მცირედი წვლილი აქვს შეტანილი მის არსებობაში. მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით, მივმართავ ჩვენს მაყურებელს, გვიყვარხართ <3 <3 <3″.