LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალები“ დაიხურა – „არ დავუშვებთ ჩვენთვის ტრადიციად ქცეული სერიალის ასე დასრულებას!“

8791
ჩემი ცოლის დაქალები

11 წლის შემდეგ პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ არსებობას წყვეტს. ამის შესახებ ვიგებთ ღონისძიებიდან, რომელიც სოციალურ ქსელში დაანონსდა. „ფეისბუქზე“ შეიქმნა ჯგუფი „დააბრუნეთ „ჩცდ“ და მისი ეგიდით, 9 ივლისს საზოგადოება ტელეკომპანია „ფორმულას“ წინ იკრიბება.

ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ:

„როგორც იცით, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გადიოდა, 11 წლის შემდეგ დაიხურა.

ჩვენ ვთვლით, რომ სატირული ჟანრის ისეთ სერიალს, როგორიცაა „ჩემი ცოლის დაქალები” დიდი დატვირთვა აქვს საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე, როცა ქვეყანა ასეთი დიდი გამოწვევის წინაშე იმყოფება.

ჩვენ, ქართველი ხალხი, არ დავუშვებთ ჩვენთვის ტრადიციად ქცეული სერიალის ასე დასრულებას!

ჩვენ გვინდა ჩცდ!

ჩვენ გვჭირდება ჩცდ!

ჩვენ მოვითხოვთ ჩცდ-ს!

ვიკრიბებით 9 ივლისს, შაბათს, 21:00სთ-ზე ტელეკომპანია „ფორმულას” სათავო ოფისთან.

ზუსტად იმ დროს, როცა ჩცდ-ს ახალი სერია უნდა გასულიყო, მოვაწყობთ საყვარელი სერიების საჯარო ჩვენებას!“

ანა ტყებუჩავა: „ჭორები, რომ შეიძლება „ჩემი ცოლის დაქალები“ აღარ გაგრძელდეს, საფუძველს მოკლებული არაა…“

ვიდეო: როგორ იღებდნენ „ჩცდ“-ში მაქსიმესა და სოსოს ჩხუბის ეპიზოდს – კადრები კულისებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები