LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლი ეზოში იყო, როცა გამიზნულად ესროლა“ – რა ჰყვება კახეთში მოკლული 71 წლის ქალის მეუღლე 

277
Untitled design (1)

17 აპრილს, ახმეტაში მოკლული 71 წლის ქალის მეუღლე მედიასთან მომხდარის შესახებ საუბრობს.

ახმეტაში მკვლელობა მოხდა 

ვალერი ხარიტონაშვილის თქმით, მათსა და ბრალდებულის ოჯახს შორის წლების განმავლობაში დავა მიწის ნაკვეთის გამო იყო, შემთხვევამდე კი მხარეებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა:

„ხან ღობეს ესვრის, ხან აქეთ გადმოდიან, აღარ მომასვენეს რა.

წუხელ კარები დაკეტილი იყო, იქიდან გადმოვიდა, მეუღლე აქ იდგა კიბესთან და ესროლეს.. ვეღარ გადავარჩინეთ.

ეს სახლი მამაჩემის იყო. სახლი შვილს [ჩემს დას] აუშენა, ჩემი და გარდაიცვალა, სიძემ გააკეთა ყალბი საბუთები და გაყიდა. ამათ რომ იყიდეს, მამაჩემი წინააღმდეგი იყო. ეს 2006 წელს ხდებოდა, მას შემდეგ ამაზე იყო დავა. ყალბი საბუთებით მაინც დაუმტკიცდათ 1 000 კვადრატული, ახლა იმ 1 000 კვადრატულში აღარ ეტევა, აქეთ მინდა გადმოსვლაო.

გუ­შინ მე და ჩემი მე­უღ­ლე სახ­ლში ვი­ყა­ვით, როცა ხმა­უ­რი გა­ვი­გეთ. გა­მო­ვე­დით ეზო­ში,.მი­თხრა, შენ სახ­ლში შე­დიო და თა­ვად აი­ვან­ზე ავი­და, გა­და­ვი­ხე­დავ, რა ხდე­ბაო. ამ დროს გა­მიზ­ნუ­ლად ეს­რო­ლა ჩემს მე­უღ­ლეს. მა­ნამ­დე კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა“, – თქვა მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლემ.

შეგახსენებთ, ახმეტაში მკვლელობა გუშინ, 17 აპრილს მოხდა. პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ახმეტაში პოლიციამ დააკავა 18 წლის ბიჭი, რომელმაც 71 წლის მეზობელი მოკლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები