LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მძიმე სხდომას დავესწარი … ნიკოსთან ვარ, საფლავზე და ,,მარჩიელობის” გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფაქტია – ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის განცხადება

25880
Untitled design (20)

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი გიორგი გვაჯაია განცხადებას ავრცელებს. ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ეხმაურება.

„დღეს, ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მძიმე სხდომას დავესწარი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ნიკოს საქმეზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გაგრძელდა წინასასამართლო სხდომის ვადა. კანონის მიხედვით, ასეთი მოცემულობისას, სასამართლო იწვევს მხარეებს იმის დასადგენად – აუცილებელია თუ არა ბრალდებულთა მიმართ უკვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) ძალაში დატოვება.

სხდომის მიმდინარეობისას, დამეუფლა განცდა, რომ ვიმყოფებოდი რაღაც ტიპის კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე საკითხები.

ბრალდებულ გიორგი კავილაძის ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი იმდენად გაერთო ვიწროსამართლებრივ წიაღსვლებში, რომ პატიმრობის ფაქტობრივი საფუძვლები “მარჩიელობად” შეაფასა.

ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა რაღაც გაუგებარი, მოჩვენებითი პათოსით გამსჭვალულ თავდასხმებს პროკურორზე და ა.შ. ახლა, ნიკოსთან ვარ, საფლავზე და ,,მარჩიელობის” გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფაქტია, რეალობა, – ის ჩვენთან აღარ არის.

მე, როგორც ადვოკატს, კარგად მესმის, რომ დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. რა თქმა უნდა, სასამართლოს სხდომებზე მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმის იურიდიულ/სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი მხარეთა მიერ საკუთარი პოზიციების გამოხატვისას, მაგრამ… როდესაც საქმე ნიკოს ეხება, – მსურს ვურჩიო გიორგი კავილაძის ადვოკატს, ყურადღებით გაეცნოს უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში ,,ადეკვატურის” მნიშვნელობას. და კიდევ, ბატონო გიორგი!

ჩვენს პროფესიაში, ზოგჯერ, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც თავდაჭერილობა სჯობს მჭმუნვარე სახით ბრძნადმეტყველებას“, – აცხადებს გვაჯაია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია  პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. ის თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 21 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.  ერთთვიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, სამართალდამცავებმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.

მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები