LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემ თავზე ვიღებ: ცხადაძე ქაირათიდან წავიდა

29

ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე ალმა-ათის „ქაირათის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო.

პოსტის დატოვების მიზეზი გახდა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „შკენდერბეუსთან” წაგება – ორი მატჩი ჯამში ანგარიშით 1:3.

კახა ცხადაძემ “ქაირათი” 2016 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა. ქართველმა სპეციალისტმა პრემიერლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და ყაზახეთის სუპერთასის მფლობელი გახდა. მიმდინარე სეზონში კი ქართველი სპეციალისტის ანგარიშზე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხამდე 14 წაუგებელი მატჩი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ ახლახან, კახა ცხადაძე დისკვალიფიკაციით და ფინანსური სანქციით დაისაჯა.
ქართველი სპეციალისტი ყაზახეთის პრემიერლიგის შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯეს. “აკჟაიკთან” გასვლითი მატჩის 87-ე წუთზე გულშემატკივრების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტების ჩვენების გამო ცხადაძე 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და ჯარიმის სახით 300 000 ტენგეს (800 ევრო) გადახდა დააკისრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები