ორი წლის წინ ბრიტანელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა აღიარა, რომ დისლექსია აქვს. სულ ცოტა ხნის წინ კი გამოცემა Galore-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი 10 წლის ქალიშვილი, 10 წლის ტოდიც ამავე დაავადებით იტანჯება.
„ჩემ გოგონას ჩემსავით დისლექსია აქვს. მახსოვს ჩემ ბავშვობაში აღნიშნული დაავადება ყველასათვის ამოუცნობი იყო“, – აცხადებს უილიამსი.
ცნობისთვის დისლექსია კითხვის უნარის დაქვეითებაა, ხოლო ფართო გაგებით, სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება.
ვიდეო: რობი უილიამსის საოცარი პერფორმანსი ავსტრალიაში
„XXV“ – სრულიად შიშველი რობი უილიამსი ახალი ალბომის გარეკანზე