პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნარკოტესტირებასთან დაკავშირებული პროვოკაციის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, მმართველი გუნდი მის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს ზეწოლით, მუქარით და მოსყიდვით აგროვებდა, „რომელთაც შემდეგ სისულელე და ცილისწამება უნდა დაედასტურებინათ“.
მედიის შეკითხვაზე, ხომ არ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ რაიმე კადრები ჰქონდეს – გახარია პასუხობს რომ ეს შეუძლებელია და ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია.
„არანაირი კავშირი არ მქონია არასოდეს. კადრები, რომ ჰქონდეთ, როგორ ფიქრობთ… ამ კადრებს მოატარებდნენ მთელ მსოფლიოს. ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება. მე არ ვიცი ვინ ურჩია, რაღაც შავი პიარის „ვიღაცებმა“… ეს არის „კაგებეშნიკური“ მეთოდი, ჯერ გაჟღერება და რომელსაც მოჰყვება მთელი პროპაგანდა. ამათ ჰგონიათ, რომ აი ასეთ პროპაგანდას, რომ ჩართავენ, ადამიანები სულელები არიან და რაღაც რეფლექსებს ჩაუდებენ. ზუსტად ვიცი – რომელ კაბინეტში და ვის მიერ იგეგმებოდა ეს, რაზე იყო გათვლილი თან – მე, რომელსაც ნარკოტიკებთან ცხოვრებაში საერთოდ არანაირი საქმე არ მქონია, წავიდოდი და… არ ვიცი ჩემი თანამშრომლობის, წარსულის – არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ არ მოხვიდეო, იმიტომ რო ამოგივარდებაო. ვერ დავიჯერე. კი გამიკვირდა – ჯანსაღი ცხოვრების წესი… კახი გამოდის რაღაცებს შვება… აი ასე, შემოაგდო და მერე გაიპარა თემიდან, ვითომ მე არაფერ შუაში არ ვარო… თემა შემოაგდო, ერთხელ, ორჯერ… მე როგორც აბსოლუტურად სუფთა ადამიანი, რა თქმა უნდა პირველი რეაქცია რაც მექნებოდა – წავიდოდი და კიდევ კარგი, რომ გამაფრთხილეს. ამას მერე მოყვა მთელი რიგი ინფორმაციები, როგორ იგეგმებოდა ეს ყველფერი, შემდგომ რა ხაზები უნდა შემოსულიყო. რა თქმა უნდა იქნება დრო და ამას ყველაფერს მოვყვები.
ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა და მარტო იქიდან კი არა, მერე ამ ინფორმაციას სხვა ინფორმაციებიც დაემატა – როგორ აგროვებდნენ ჩემს ახლო გარემოცვაში ადამიანებს ზეწოლით, მუქარით, მოსყიდვით, რომლებსაც მერე უნდა დაედასტურებინათ ის სისულელე და ცილისწამება, რასაც იქ ამოაგდებდნენ. დადგება ამის დრო და ზოგიერთები რომ დღეს რომ რაღაცას ტლიკინებენ და ჭორაობენ… მე არ მინდა, უბრალოდ ამას მივცე რაღაც კამპანიური ხასიათი.“ – ამბობს გახარია.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ თემაზე „ექსკლუზივს“ ტელეკომპანია იმედს დაჰპირდა.
„ერთი თვის განმავლობაში – შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები – ტელეკომპანია იმედი საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებს, რომ გახარია არის „კოკაინშიკი“. მე ვთხოვ, რომ დამითმეთ ეთერი, მომეცით შესაძლებლობა, რომ თქვენს პირდაპირ ეთერში მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.