რუსი ოლიგარქი საფეხბურთო კლუბის გარეშე დარჩა. „ჩელსი“ ამერიკულმა კომპანია „ლოს ანჯელეს დოჯერსმა“ შეიძინა, რომელსაც მილიარდერი ტოდომ ბოელი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ლონდონურ კლუბში რომან აბრამოვიჩის 19-წლიანი მმართველობის ეპოქა დასრულებულია.
„ჩელსის” ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფორმალური დეტალები, მაისის ბოლოს მოგვარდება, რადგან კლუბის გაყიდვა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რუსმა ოლიგარქმა კლუბის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, პუტინის გარემოცვის წევრებს ევროპაში ფინანსური სანქციები დაუწესდათ და ქონება დაუყადაღეს. რაც შეეხება „ჩელსის“ ახალი მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელს – ტოდომ ბოელის ქონება, ფორბსის მიხედვით, 4,5 მილიარდი დოლარია.