ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს ლონდონის ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელისა და კლუბის მთავარი ექიმის ევა კარნეიროს კონფლიქტზე ბევრს საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით კარნეირო გუნდიდან წასვლას აპირებს.
ამის მიზეზად კი ჟოზე მოურინიოს კომენტარი სახელდება, რომელიც პორტუგალიელმა “სუონსისთან” მატჩის შემდეგ გააკეთა.
პრემიერლიგის პირველ ტურში ”ჩელსიმ” შინ ”სუონსი” მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ლონდონელთა ლიდერმა ედენ აზარმა ტრავმა მიიღო, რის გამოც კარნეირომ მოურინიოს უთხრა, რომ მას მოედანი უნდა დაეტოვებინა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლონდონელთა დამრიგებელმა კარნეირო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი არაპროფესიონალურად მოიქცა, რადგან აზარს შეეძლო თამაშის გაგრძელება.
როგორც ჩანს, სიტუაცია მართლაც დაძაბულია, ვნახოთ დატოვებს თუ არა ”არისტოკრატებს” კარნეირო.