LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩელსიმ ჰიდინკს წასვლისას მოპედი აჩუქა

57

ლონდონის „ჩელსიმ“ გუუს ჰიდინკს მოპედი და გოლფის ჯოხი აჩუქა.
ვნახოთ გამოდგება თუ არა ეს საჩუქარი „სტემფორდ ბრიჯზე“ მესამედ დაბრუნების მიზეზად.

ლონდონურმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს დასამშვიდობებელი საჩუქარი უძღვნა. ჰოლანდიელი საფირმო მოპედის და გოლფის სათამაშო ჯოხის მფლობელი გახდა.

ამ სეზონის „ჩელსის“ საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი ვილიანი გახდა.

ჰიდინკმა „ჩელსი“ დეკემბერში ჩაიბარა, რომელმაც ჟოზე მოურინიო შეცვალა. კონტრაქტი სწორედ სეზონის ბოლომდე იყო ძალაში.

ჰიდინკს ერთხელ უკვე მოუხდა „ჩელსის“ გადარჩენა 2009 წელს. მაშინ მან „ლურჯებთან“ ერთად ინგლისის თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

ზაფხულში „ჩელსის“ იტალიელი ანტონიო კონტე ჩაიბარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები