LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხური ქალაქი საახალწლო ფეიერვერკზე საერთოდ უარს იტყვის

119
351335231_1411388729404349_690984332600585988_n

ჩეხეთში ქალაქ ვრჩლაბის მერიამ გადაწყვიტა, რომ საახალწლოდ ტრადიციულ ფეიერვერკზე უარი თქვას, რათა ჰაერში მავნე გამონაბოლქვის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად ადგილობრივებისთვისა და ქალაქის სტუმრებისთვის ულამაზეს ლაზერის შოუს მოაწყობენ, წერია მერიის ოფიციალურ გვერდზე.

მერმა მოქალაქეებს ისიც სთხოვა, რომ ფეიერვერკები არც მათ გაუშვან. ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ ახალი შეზღუდვა ტრავმების რაოდენობასაც შეამცირებს, ხოლო ცხოველებსა და ფრინველებს ზედმეტ სტრესს აარიდებს, რადგან ხმაურის მათ ყველაზე მეტად ეშინიათ.

პიროტექნიკის გამყიდველებს, მერიამ ბიზნესების დახურვა მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ფეიერვერკი აკრძალულია ბევრ ევროპულ ქალაქში, მათ შორისაა 16 ნიდერლანდური დასახლება, რომელთა სიაშიცაა – ამსტერდამი და როტერდამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები