LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხური ლუდსახარშები ლუდს პლასტმასის ბოთლებით აღარ გაყიდიან

87
adam-wilson-6zzh8koyw-4-unsplash

ჩეხურმა ლუდის ბრენდებმა გადაწყვიტეს, რომ გარემოს დამაზიანებელ მავნე შეფუთვაზე სამუდამოდ უარი თქვან. ამიერიდან ლუდს მინის ბოთლებში, რკინის ქილებში ან ხის კასრებში მოათავსებენ.

პლასტმასზე უარის თქმით, ეს ბრენდები ბუნებას ყოველწლიურად 1300 ტონა მავნე ნივთიერებისგან გადაარჩენენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ჩეხეთში პლასტმასზე უარის თქმის გეგმა მიიღეს. ხელისუფლების ჩანაფიქრის მიხედვით, ქვეყანაში არსებული პლასტმასის 25% მეორადი გამოყენების უნდა იყოს.

რაც შეეხება ლუდს, მისი შენახვისთვის ბოთლს ისეთ ნივთიერებებს ამატებენ, რომ სამომავლოდ გადამუშავება და მეორადი გამოყენება შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები