პიტერ ჩეხმა მეოთხედ მოიგო ”ოქროს ხელთათმანი”, რომელმაც პრემიერლიგაში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ჩაატარა.
”არსენალის” გოლკიპერს 16 თამაშში ვერ გაუტანეს გოლი.
ჯილდოზე პრეტენზიას ასევე აცხადებდა ”მანჩესტერის” ესპანელი კარის დარაჯი დავიდ დე ხეა (15 მშრალი მატჩი), თუმცა ბოლო ტურის შეხვედრაში ”ბორნმუთთან” მას გოლი თავისიანმა კრის სმოლინგმა 93-ე წუთზე გაუტანა.
ასე რომ, ჩეხმა ვეტერანმა ეს საპატიო ჯილდო მეოთხედ მიიღო. მასავით ოთხჯერ აქვს მოგებული ეს პრიზი ”სიტის” კარის დარაჯს ჯო ჰარტს.
ჩეხი ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ეს ჯილდო სხვადასხვა გუნდებში (”ჩელსი” და ”არსენალი”) თამაშისას დაისახურა.