LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში ვივარჯიშეთ, წავაგეთ, ახლები გამოვცადეთ: საქართველო სერბეთისთვის მოემზადა

21

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებლად პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გუნდი პრაღაში ჩეხეთს დაუპირისირდა და 57:71 დამარცხდა.

მატჩი მოსამზადებელი ხასიათის იყო და ის ილიას ზუროსმა დებიუტანტების გამოსაცდელად გამოიყენა. ყველაზე მეტი ჩვენი ნაკრების ამერიკელმა ახალწვეულმა თად მაკფადენმა და 19 წლის სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშეს. სათამაშო დრო მიეცა ლუკა ბულაშვილსაც, ხოლო 18 წლის გოგა ბითაძემ მოედანზე 23 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გახლდათ – 14 ქულა, 8 მოხსნა.

 

საქართველოს ნაკრებს ძირითადად პერიმეტრის გადაკეტვა უჭირდა, თუმცა სწრაფი ჩეხები სამწამიან ზონაშიც ხშირად შემოდიოდნენ და ქართველების კალათს შედეგიანად უტევდნენ. ჩვენს მსროლელებს არ გაუმართლათ – დუდა სანაძემ და მიხეილ ბერიშვილმა ჯამში 8 სამიანი ააცილეს, საქართველოს ანგარიშზე არსებული 3 შორი სროლა კი მაკფადენმა მიითვალა, რომელიც 18 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

თავიდანვე რომ ჩამორჩა, საქართველოს ნაკრები მთელი შეხვედრის განმავლობაში აგებდა. ბოლო წუთბზე ზუროსის გუნდმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის მოგება თვითმიზანი არ ყოფილა და დარჩნილ დროში ქართველებმა მეტოქეს თავი არ შეაკლეს. მასპინძლებმა საბოლოოდ 14 ქულით იმარჯვეს.

 

საქართველო და ჩეხეთი პრაღის “კრალოვკა არენაზე” ერთმანეთს კიდევ დაუპირისპირდნენ. გუნდების ხელმძღვანელობის შეთანხმებით, მატჩი დახურული ხასიათის იყო და მას მაყურებელი არ დასწრებია.
მწრთნელების მოლაპარაკებით, პირველი ტაიმისა და მესამე პერიოდის შემდეგ ანგარიში განულდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ბოლო პერიოდში ახალგაზრდები და გუნდის ახალწვეულები ათამაშა.

პერიოდები შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
ჩეხეთი – საქართველო
I – 18:20
II – 16:19
III – 15:27
IV – 30:8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები