LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში ტვინის ოპერაციის დროს პაციენტებს ვირტუალურ რეალობაში მოათავსებენ

112
medium_2023-06-03-aca9416433

ჩეხურმა სტარტაპმა გადაწყვიტა, რომ ტვინის ოპერაციის დროს პაციენტებს ვირტუალური რეალობის სათვალე გაუკეთოს. საუბარია ისეთ ოპერაციებზე, რა დროსაც ნარკოზი არ გამოიყენება, წერს czechia.posten.

მსგავსი ჩარევების დროს ექიმები საუბრის უნარს, ორგანიზმის კოგნიტიური და მოძრაობის ცენტრების მუშაობას აკვირდებიან. VR-სათვალეებისთვის შექმნილი საოპერაციო პროგრამა პაციენტს ბევრად უფრო სასიამოვნო გარემოში გადაიყვანს, ამ გარემოს მომხმარებელი წინასწარ, თავადვე აარჩევს. ამასთან, ექიმები მის მდგომარეობაზე დაკვირვებასაც შეძლებენ, ყოველგვარი დისკომფორტისა და პანიკის გარეშე.

ამჟამად პროგრამას სპეციალისტები აფასებენ. მეორე ეტაპზე მას გამოცდიან პაციენტები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს მსგავსი ოპერაცია. და მხოლოდ ამის შემდეგ გაუკეთებენ სათვალეს ადამიანს ოპერაციის დროს.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ვირტუალურ რეალობას მედიცინაში აქტიურად იყენებენ. მაგალითად, საფრანგეთში სათვალეები ქირურგებს უკეთიათ, რათა ოპერაციის დროს ზუსტი ინფორმაციის მიღება შეძლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები