ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის უმაღლეს ჯილდოს გადასცემს.
როგორც მილოშ ზემენმა განაცხადა, ზელენსკის “თეთრი ლომის” ორდენით დააჯილდოებენ. ზემენის თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილება არ დატოვოს კიევი, სიმამაცის გამოვლინებაა.
მანამდე ზელენსკიმ რონალდ რეიგანის “თავისუფლების მედალი” მიიღო. ზელენსკისთვის განკუთვნილი მედალი უკრაინის ელჩს აშშ-ში, ოქსანა მარკოვას რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ რაიანმა გადასცა.