LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ჩეხეთი ევროკავშირის წინააღმდეგ წავა და შიდა წვის ძრავაზე უარს არ იტყვის

27
avtonws45

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრმა ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილების აკრძალვა სულელურ იდეად შეაფასა და მის მომხრეებს „მწვანე ფანატიკოსები“ უწოდა. პოლიტიკოსის აზრით, ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებებს ნაციონალური ინტერესიდან გამომდინარე უნდა იღებდეს და საავტომობილო სფეროს წარმომადგენელთა აზრსაც უნდა ითვალისწინებდეს.

ამჟამად სიტუაცია ასე გამოიყურება: 2035 წლიდან კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, ევროპარლამენტი შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს 27 ქვეყანაში აკრძალავს. ამ გადაწყვეტილებამ საკმაოდ ბევრი ნეგატივი დაიმსახურა. მაგალითად, ბავარიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აკრძალვის დამსახურებით საავტომობილო რეგიონი თავის მთავარ ფუნქციას დაკარგავს.

მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ასეთმა მიდგომამ ასევე ჩეხეთშიც.  ჩინოვნიკთა აზრით, მთავრობა ბაზრის მართვაში არ უნდა ჩაერიოს. ელექტრომობილი ეს არის პრემიული პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელია, ამიტომ შიდა წვის ძრავაზე უარს ისინი არ იტყვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები