ჩეხეთის მოსახლეობას შესთავაზეს, რომ მთელი თვის განმავლობაში ალკოჰოლი არ მიიღონ. გასულ წელს ასეთ აქციაში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 900 ათასმა ადამიანმა მიიღო – ანუ მთელი მოსახლეობის 13,5%-მა.
მოგვიანებით, გამოკითხულ მონაწილეთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ სპირტიანი სასმლის მირთმევას შემდგომ თვეებშიც მოუკლო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩეხეთი ევროპის ყველაზე „მსმელ“ ქვეყანათა სამეულშია. ყოველ ჩეხზე წელიწადში 14 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი მოდის.
წელს აქცია „მშრალი თებერვალი“ ჩეხეთში მეთერთმეტედ ტარდება.