kavkazcenter-ის ინფორმაციით, რომელიც ჩეჩნურ წყაროებს ეყრდნობა, რამზან კადიროვი მძიმე მდგომარეობაშია და სავარაუდოდ, მკურნალობას მოსკოვში გადის.
გამოცემის ცნობით, მანამდე ამის შესახებ Niyso-ს აქტივისტებმა განაცხადეს. მათივე თქმით, 6-7 სექტემბერს, კადიროვმა თითქმის ერთი დღით გონება დაკარგა. მიზეზი კი, ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი დოზირება გახდა.
„7 სექტემბერს დილით ადრე გაღვიძებული კადიროვი არაადეკვატურად მოიქცა. მან დაცვას უბრძანა ადგილზე დარჩენილიყვნენ, თავად კი „პიჟამოებით სასეირნოდ გამოვიდა“ და ამ ფორმით საკუთარი რეზიდენციიდან მერიაში გაემართა.
მომხდარის შესახებ FSB-ის სარდლობამ შეიტყო და კადიროვის დაცვას უბრძანა, იგი სასწრაფოდ რეზიდენციაში დაებრუნებინათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნობების თანახმად, ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა კრემლშიც, საიდანაც ბრძანება გასცეს კადიროვის მოსკოვში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
7 სექტემბერს საღამოს ის მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც (კიდევ ერთხელ) აიძულეს ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა.
Niyso-ს აქტივისტების თქმით, მთელი ამ დღეების განმავლობაში კადიროვი რუსეთის დედაქალაქში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ჩეჩნეთში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, კადიროვი კომაში ჩავარდა.