LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეჩნები ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და გვაქვს დეჟავიუ, თითქოს ეს ყველაფერი ისევ ჩვენს თავს ხდება: ზაკაევი

172
Untitled design

“ყველა ჩეჩენი, რომელიც ბედის განგებამ ევროპაში გაგზავნა, აკვირდება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და აქვს დეჟავიუ, თითქოს ეს ყველაფერი ისევ ჩვენს თავს ხდება,” – შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერის ყოფილმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს განაცხადა.

ზაკაევმა, რომელიც 2003 წლიდან დევნილის სტატუსით ბრიტანეთში იმყოფება, აღნიშნა, რომ “დღეს მიმდინარეობს ღია სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ეს უნდა გახდეს პუტინის რუსეთისა და პუტინიზმის დასასრული”.

მისივე თქმით, ის უნდა მისცენ პასუხისმგებლობაში და არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა აწარმოოს ზელენსკიმ პუტინთან:

“პუტინის დასასრული ეს არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლესი გარემოცვიდან, ან ის უნდა აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე. დღეს სჩადის დანაშაულის უკრაინელების მიმართ და ამ დანაშაულების ჩადენა დაიწყო პირველი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. 1999 წელს იმისთვის, რომ დაეწყო ომი ჩეჩნეთში, მან სახლები ააფეთქა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, დღეს ამის შესახებ უკვე იცის ყველა რუსმა.

ამ 22 წლის განმავლობაში რამდენი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა? ნორდოსტი, ბესლანი, ხალხის მოწამვლა, ამის უკან პუტინი დგას. ის ტერიტორიები, რომელიც მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ. გაიხსენეთ ლიტვინენკოს მკვლელობა, სხვა პოლიტიკური მკვლელობები, ბორის ნემცოვი, ანა პოლიტკოვსკაია. ეს ყველაფერი პუტინის კისერზეა. ის უნდა იყოს ისე დახვრეტილი, როგორც ავი ძაღლი…

ზელენსკიმ არ უნდა გამართოს მოლაპარაკებები პუტინთან, ეს იქნება დიდი შეცდომა. მე იმ ერის წარმომადგენელი ვარ, რომელიც პუტინმა გაანადგურა, 300 ადამიანი ჩეჩენი მოკლა, 40 ეს არის ბავშვი. დღეს პუტინსაც და ლავროვსაც ესმის, რომ მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული და ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ სჭირდებათ მაღალი დონის კონტაქტი ზელენსკისთან, თუ ის წავა ამ ნაბიჯზე ის აღიარებს პუტინს და ეს იქნება დიდი შეცდომა” – განაცხადა ზაკაევმა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩეჩნეთში 28 წლის წინ დაიწყო:

“ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს დაიწყო ჩეჩნეთში 28 წლის წინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჩეჩნების მკვლელობებს უყურებდა. დღეს ჩვენ ვუყურებთ, მთელი მსოფლიო როგორ დგას უკრაინის გვერდით, დარდობს, ეხმარება.

ვფიქრობთ, რა სხვაობაა ამ ორ ომს შორის, როდესაც 30 წლის წინ კლავდნენ ჩეჩნებს, მთელ მსოფლიოში უყურებს, რომ ეს რუსეთის შიდა საქმე იყო და დღეს რასაც აკეთებს უკრაინაში და მანამდე საქართველოში აკეთებდა, მას ამის გამო განსჯიან და უკრაინას ეხმარებიან – ეს სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ თუ პუტინის ფაშისტურ რუსეთს მაშინ თუ ვინმე გააჩერებდა, დღეს არ მოხდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში და რაც ხდებოდა მანამდე საქართველოში.

მთელი მსოფლიო ახლა უყურებს პარანოიის მქონე ადამიანს, რომელიც განვითარებულ სამყაროს აშანტაჟებს ბირთვულ ღილაკით. ჩეჩნები ახლა უკრაინელების მხარეს არიან და მხარს უჭერენ მათ ბრძოლას”, – განაცხადა ზაკაევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები