ჩეჩნეთის უნივერსიტეტის ნაკრების მოთამაშეებმა სტუდენტური ლიგის მატჩის დროს მეტოქის ფეხბურთელები ისე ცემეს, ისე ცემეს, რომ სისხლი ადინეს.
გროზნოს გუნდის რამდენიმე წევრი ერთიანად ეძგერა ურალის უნივერსიტეტის ერთ-ერთ მოთამაშეს. ცემის მერე ამ ბიჭის ნახვა საშინელი იყო.
სტუდენტური ლიგის შეხვედრაში ურალის ფედერალურ უნივერსიტეტსა (ეკატერინბურგი) და ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს (გროზნი) შორის კონფლიქტი გაღვივდა.
73-ე წუთზე ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. ამის შემდეგ დაიწყო მასობრივი შეტაკება, რის შედეგად დაზარალდა ეკატერინბურგელთა რამდენიმე მოთამაშე.
თამაში 1:1-ზე შეწყდა.
ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს გაიხსნა.
https://www.youtube.com/watch?v=32850U0KvxU