ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშნები დროებით გათიშულია.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გათიშვის მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაა.
„შუქნიშნები გამორთულია შემდეგ მიმართულებებზე: ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი-ნაფარეულის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი-ბაზალეთის ქუჩა, ფალიაშვილი-ერისთავის ქუჩა, ფალიაშვილი-ბაზალეთის ქუჩა, აბაშიძე-არაყიშვილის ქუჩა.
აღნიშნულ ქუჩებზე შუქნიშნები „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაირთვება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.