LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ, მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს [ფოტო]

417
55730993_10156520357382669_2009467051491459072_n

მეხანძრე-მაშველებმა, მშენებლობაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ეს შემთხვევის მეორე მსხვერპლია, რომელსაც მაშველები 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ. პროცესში გეორადარების ჩართვაც გახდა საჭირო.

გუშინ, ჭავჭავაძის #5-ში, სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს.

ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.