ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ წუთებში ვითარება დაიძაბა. აქციაზე შეკრებილებმა ჭავჭავაძის გადაკეტვა მოისურვეს, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევთ.
ვითარების დაძაბვამდე აქციის მონაწილეებს გზა ცალმხრივად ჰქონდათ გადაკეტილი. თუმცა ცოტა-ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭავჭავაძის გამზირი სრულიად გადაკეტონ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე აქცია, ორი მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.