დეველოპერული კომპანია „აქსისი“ მომხმარებელს პროექტ „ჭავჭავაძის 49“-ში ბინებზე სრული რემონტით, 10% -იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია 2016 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.
როგორც „ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, 10% -იან ფასდაკლებასთან ერთად კვლავ მოქმედებს აქცია „გარემონტებული ბინები ქირის ფასად“.
„ამ პირობით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ 30% პირველადი შენატანი, იპოთეკური სესხის გადახდას კი. რომელიც ქირის ფასის ტოლია. მომხმარებელი დაიწყებს ბინაში გადასვლის შემდეგ“, – განაცხადეს „აქსისში“.
მათივე ინფორმაციით, „აქსისის“ პროექტები გამოირჩევა მასშტაბებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე არქიტექტურითა და ხარისხით.