ბლოგერი გიორგი გოგეშვილი, რომელიც სოცქსელებში საკმაოდ პოპულარული გახლავთ, ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით სახალისო ამბავს უზიარებს “ფეისბუქ”-მომხმარებლებს. მისი ეს სტატუსი სოცქსელებში აიტაცეს და აზიარებენ.
„ჭავჭავაძეზე პატრულმა: ტოიოტა! გადააყენეო.
გადავაყენე. გადავაყენე რა, გავჩერდი ეგრევე.
– მანდ არა, საცობს შეექმნი, სადაც მოახერხებ იქ გააჩერეო.
წყნეთში ავდივართ ახლა.
გრილა და ცოტათი მაჟრიალებს“.