LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭავჭავაძეზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან ძვირადღირებული სამკაულები მოიპარა“ – შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

126
Untitled design

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში ქურდობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან სხვადასხვა ძვირად ღირებული სამკაული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ჰ. მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები