LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩათვალოს, რომ შეგინებულია” – დეპუტატები ფიზიკური დაპირისპირების მიზეზებს განმარტავენ

144
Capture

“ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია,” – ამის შესახებ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ინციდენტი მას არ წამოუწყია, არამედ პასუხი გასცა კოლეგის ქმედებას.

“შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის პროცედურის დარღვევაზე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ, ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რასაც გავეცი პასუხი,” – განაცხადა კახიძემ.

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ბერაია კი აღნიშნავს, რომ კახიძეს კორექტულობისკენ მოუწოდა, რასაც კახიძის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

“დამრჩა განცდა, რომ ოთო კახიძეს უნდოდა კომიტეტიდან წასვლა და ასეთი კრეატიული საშუალება მოიფიქრა. მე ვსაუბრობდი, მინდოდა შეკითხვის დასმა, რისი საშუალებაც მან არ მომცა. მივუთითე კორექტულობისკენ, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია,” – გაბაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები