LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლზ III-ის ბანკნოტებზე დასაბეჭდი ფოტო წლის ბოლომდე გასაჯაროვდება

36
მეფე ჩარლზი2

მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტის გამოსახულებით ბანკნოტები, სავარაუდოდ, მიმოქცევაში 2024 წლის შუა რიცხვებში შევა, ამის შესახებ ინგლისის ბანკმა განაცხადა.

ბლუმბერგის ცნობით, ცენტრალური ბანკი ახალი მონარქის პოლიმერულ ბანკნოტებზე დასაბეჭდ ფოტოს წლის ბოლომდე გაასაჯაროებს. ცვლილებები არ შეეხება 5, 10, 20 და 50-ფუნტიან კუპიურებს.

დედოფალი ელისაბედ II, 70-წლიანი მეფობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ის გაერთიანებული სამეფოს ფულზე 1960 წლიდან არის გამოსახული. ელისაბედ II იყო პირველი მონარქი, რომელიც ინგლისის ბანკის ბანკნოტებზე გამოსახეს.

დედოფლის პორტრეტიანი ამჟამინდელი მოქმედი პოლიმერული ბანკნოტები კვლავ გადახდის საშუალებად რჩება და მას მიმოქცევიდან მხოლოდ დაზიანების შემთხვევაში ამოიღებენ.

ახალი პოლიმერულ ბანკნოტების ამჟამინდელი სერია ასევე მოიცავს უინსტონ ჩერჩილის, ჯეინ ოსტინის, უილიამ ტერნერის და ალან ტურინგის პორტრეტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები