LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარლი გარდი სიცოცხლის ბოლო წუთებს ჰოსპისში გაატარებს, სადაც სუნთქვის აპარატს გამოურთავენ

231

ჩარლი გარდს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰოსპისში გადაიყვანენ, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებს გაატარებს.

ჩარლის მშობლებს სურდათ, მისთვის კერძო სამედიცინო გუნდი დაექირავებინათ და ამით, მისთვის ბოლო წუთები შეემსუბუქებინათ. მაგრამ ორდონის ქუჩის საავადმყოფომ განაცხადა, რომ ბავშვისთვის ჰოსპისში დიდი ხნის გატარება სასურველი არ არის.

ჩარლი ცხოვრების ბოლო წუთებს სასამართლოს მიერ შედგენილი გრაფიკით გაატარებს, შემდეგ კი მას ხელოვნური ვენტილაციის აპარატს გამოურთავენ, რომლითაც ცოცხლობს.

          ვინ არის ჩარლი გარდი?

“ჩარლიმ უდიდსი გავლენა მოახდინა და შეეხო იმაზე მეტ ადამიანს 11 თვეში, ვიდრე ამას ზოგი მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებს.”

ჩარლი გარდი 2016 წლის 4 აგვისტოს, თანდაყოლილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა. მას დნმ-ის მიტოქონდრიული წარმონაქმნის სინდრომი აქვს. ჩარლის არ ესმის, ვერ ხედავს, არ შეუძლია ტირილი და არც ყლაპვით ფუნქცია აქვს განვითარებული.

ბრიტანელი ექიმების თქმით, ბავშვის მკურნალობა შეუძლებელია და მიიჩნევენ, რომ მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვა აუცილებელია.

მათ საწინააღმდეგოდ, ამერიკელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ ჩვილისთვის ექსპერიმენტული თერაპიის კურსი ჩაეტარებინათ.  ბავშვის მკურნალობის დასაფინანსებლად 1.3 მლნ ფუნტი სტერლინგი შეგროვდა, თუმცა სასამართლო პროცესების გამო, მკურნალობა დაგვიანდა.

საქმე სასამართლომდე ბრიტანული კლინიკის მიმართვის საფუძველზე მივიდა. ბრიტანელი ექიმები, ჩვილის ამერიკაში გაგზავნის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩარლის დაგეგმილი მკურნალობა სერიოზულ ტკივილებს მიაყენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები