ჩარგლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, 12 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე #17, #60, #94 და #95 ავტობუსები გურამიშვილის გამზირიდან შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: ალ. ბარამიძის ქ. – გამყრელიძის ქ. – ურეკის ქ. – ანაპის დივიზიის ქ. – შემდეგ კი არსებული, ძველი მარშრუტით გააგრძელებენ გადაადგილებას.
რაც შეეხება აღნიშნული ავტობუსების უკუმიმართულებით მოძრაობას, ავტობუსები გადაადგილდებიან იგივე ქუჩების გავლით.
ჩარგლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია შპს „ენკო“ ახორციელებს. სამუშაოების დამთავრებისთანავე, ავტობუსები ჩვეული მარშრუტით იმოძრავებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.