პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მან ჯერ კიდევ მაისში ილაპარაკა და მაშინდელ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საჯაროდ მისცა შენიშვნა. ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო დაპირებად არ უნდა ჩაითვალოს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება იმის კარგი მაგალითია, რომ “თუ ცდილობ, შეიძლება გამოვიდეს კიდეც”.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.