საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განივთარების ფონდი, დაბა ჩაქვში, ცენტრიდან სასტუმრო ოაზისამდე გზის რეაბლიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
სასტუმრო ოაზისის ტერიტორიის ირგვლივ საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარი სრულიად დაზიანებულია და ზოგან საერთოდ არ არსებობს.
პროექტი სასტუმრო ოაზისის ტერიტორიის ირგვლივ, საავტომობილო გზაზე, ბეტონის ფილების დაგებას ითვალისწინებს.
მოპირკეთდება აგრეთვე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და სამხედრო ნაწილის წინა ტერიტორია. მოეწყობა სანიაღვრე არხები და კანალიზაცია. მთლიანად გათვალისწინებულია 6მ სიგანის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ბორდიურები და ავტოსადგომები.
სამუშაოების დასრულების შედეგად საკურორტო ზონაში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 870 298 ლარია.
მუნიციპალური განივთარების ფონდი სამუშაოების დასრულებას 2017 წლის იანვარში გეგმავს.